Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აიღეს ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი იმპროვიზებული მემორიალი


!მოსკოვის ხელისუფლებამ აიღო იმპროვიზებული მემორიალი კრემლის მახლობლად, სადაც შარშან, რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი მოკლეს. საინტერნეტო-საინფორმაციო პორტალი, „ო-ვე-დე“-ინფო იტყობინება, რომ პოლიციამ დააკავა და მოგვიანებით გაუშვა ორი აქტივისტი, რომლებიც ადგილს ყარაულობდნენ. პოლიციამ იმპროვიზებული მემორიალი, ყვავილები და პლაკატები აიღო. აქტივისტები ღამით ყარაულობენ მემორიალს, რადგან ის რამდენჯერმე უცნობმა პირებმა დააზიანეს. ნემცოვი შარშან თებერვალში მოკლეს ხიდზე, კრემლის მახლობლად. არაერთი პირი დააპატიმრეს და გაასამართლეს ნემცოვის მკვლელობის გამო. გამოძიების მიმართ ნემცოვის ნათესავები და ადვოკატები სკეპტიკურად არიან განწყობილი, რადგან თვლიან,რომ მკვლელობა მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირების შეკვეთილი იყო.

XS
SM
MD
LG