Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: მეჭიაურის განცხადება აცილებულია ”ქართული ოცნების” საგარეოპოლიტიკურ კურსს


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას. დეპუტატის ნათქვამის გამო, რომ ის არსებული მოცემულობით ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, პრემიერმა განაცხადა, რომ მეჭიაურის სიტყვები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს. პრემიერმა განმარტა, რომ დუპუტატის განცხადება ”აბსოლუტურად აცილებულია” იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და პარტია ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG