Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი და მოსკოვი სირიის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისთვის „ძალისხმევის გაორმაგებაზე“ შეთანხმდნენ


აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, „გააორმაგონ ძალისხმევა“, რათა სირიის კონფლიქტი პოლიტიკური გზით მოაგვარონ და გააფართოონ ზავი მთელ ქვეყანზე. ეს მხარეებმა 9 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ჩაწერეს. განცხადება გამოქვეყნდა მაშინ, როცა აშშ-ის, ევროკავშირის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიის და თურქეთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ პარიზში მოსალაპარაკებლად. შეხვედრის მიზანია სირიის სამშვიდობო შეხვედრების განახლება. მასში ჩართულია სირიის გაერთიანებული ოპოზიციური კოალიცია, „რიად ჰეჯაბი“, რომელსაც დასავლეთიც უჭერს მხარს. კერი შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, შემდეგ კი ბრიტანეთში გაემგზავრება. სირიის გამო გაეროს შუამავლობით გამართული შეხვედრები გასულ თვეში დასრულდა არსებითი შედეგების გარეშე.

XS
SM
MD
LG