Accessibility links

logo-print

ერდოანი: ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიული მიზანია


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიული მიზანია. ერდოანმა 9 მაისს იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან შეთანხმებასავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დააჩქარებს თურქეთის ევროკავშირთანდაახლოების პროცესს. ერდოანის განცხადება მოჰყვა მისივე მხრიდან 6 მასიის ევროპის კავშირისადმი გამოთქმულ კრიტიკას,რომელიც უკავშირდება ბრიუსელის მოთხოვნას, შეცვალოს კანონი ტერორიზმის შესახებ, რათა შეასრულოს ევროკავშირში თურქეთის მოქალაქეთათვის მოგზაურობის გაიოლების მიზნით წაყენებული პირობები. ევროკავშირმა თავის წევრებს თხოვა, მიანიჭონ თურქეთს უვიზო რეჟიმი, რის სანაცვლოდაც ანკარამ უნდა შეაჩეროს მიგრანტთა ტალღა ევროპისკენ და კანონი უნდა შეცვალოს.

XS
SM
MD
LG