Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის თავდაცვის მინისტრმა ნაწილობრივ უარყო ცნობა ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე


ირანის თავდაცვის მინისტრმა, ჰოსეინ დეჰგანმა, ნაწილობრივ უარყო ირანელ სამხედროებთან დაახლოებული მედიასაშუალების ცნობა, რომ ბოლოხანს გამოსცადა საშუალო რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტა. დეჰგანმა 9 მაისს უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ირნას“, რომ სამხედროებს არ ჩაუტარებიათ რაკეტის გამოცდა „იმ რადიუსში, რომელზეც მედიაში იუწყებოდნენ“. მას დეტალებზე არ უსაუბრია. უფრო ადრე საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმ“ გაავრცელა ცნობა, რომ არმიის სარდლობის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, ირანმა ორი კვირის წინ წარმატებით გამოსცადა 2000 კილომეტრის რადიუსში მოქმედი რაკეტა. ირანში რაკეტების გამოცდას მკაცრად აკრიტიკებენ შეერთებული შტატები და ევროპის ზოგი ქვეყანა.

XS
SM
MD
LG