Accessibility links

logo-print

სირიაში დააკავეს რამდენიმე ირანელი სამხედრო მოსამსახურე


ირანის პარლამენტის წევრის, ესმაილ კოუსარის ინფორმაციით, სირიაში ექვსი ირანელი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს მას შემდეგ, რაც 6 მაისს ისლამისტ მეამბოხეებთან შეტაკებისას დაიღუპა 13 და დაიჭრა ათამდე ირანელი „სამხედრო ინსტრუქტორი“. კოუსარის ეს განცხადება მიჩნეულია თეირანის მიერ იმის პირველად დადასტურებად, რომ სირიაში მისი მებრძოლები შეიპყრეს. აქამდე ისლამისტ მეამბოხეებს, რომლებმაც 6 მაისს იერიში მიიტანეს სირიაში, ალეპოს რეგიონში მდებარე ხან ტუმანზე, სოციალური მედიით ჰქონდათ გავრცელებული მოკლული და დაჭრილი სამხედროების სურათები. საუბარია ირანისათვის ერთ დღეში ყველაზე მრავალრიცხოვან მსხვერპლზე მას შემდეგ, რაც მან სამხედროები განათავსა სირიაში, ტრადიციული მოკავშირის, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად. თეირანი აცხადებს, რომ მისი „სამხედრო ინსტრუქტორები“ ეხმარებიან სირიის პრეზიდენტის ჯარებს.

XS
SM
MD
LG