Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებამ, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა


ერაყიდან იუწყებიან, რომ, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაყუბაში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი საინფორმაციო სააგენტო „ამაყ ნიუსი“ იტყობინება, რომ აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა და თავდასხმა მიმართული იყო შიიტი მებრძოლების წინააღმდეგ. ვარაუდობენ, როა დაღუპულების რიცხვი გაიზრდება. ერაყის ლიდერებმა 2015 წელს გამოაცხადეს, რომ დიალის პროვინციაში, რომლის დედაქალაქიც არის ბაყუბა, „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხეს. ირანის მოსაზღვრე პროვინციაში როგორც შიიტები, ისე სუნიტი მუსლიმები ცხოვრობენ. დიალის დასახლებებიდან ექსტრემისტების განდევნის შესახებ გამოცხადების მიუხედავად, „ისლამურ სახელმწიფოს“ ბევრი აფეთქება აქვს მოწყობილი.

XS
SM
MD
LG