Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო იძიებს რუსეთისთვის წაყენებულ მორიგ ბრალდებებს


მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო იძიებს ახალ ბრალდებებს რუსეთის მიმართ. ეს არის ოთხი რუსი ოლიმპიური ჩემპიონისთვის წაყენებული ბრალდებები, რომ მათ სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს სტეროიდები გამოიყენეს. ახალი ბრალდებები მოჰყვა რუსი მამხილებლის, რუსეთის ანტისადოპინგო უწყების ყოფილი წევრის ვიტალი სტეპანოვის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რომელზეც მან 8 მაისს ისაუბრა ტელეარხ სი-ბი-ესთან ინტერვიუში. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს პრესმდივნის, ბენ ნიკოლსის განცხადებით, სი-ბი-ეს-ის პროგრამაში გაიჟღერა "ახალმა და ძალიან შემაშფოთებელმა ბრალდებებმა" რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენების შესახებ და ანტისადოპინგო სააგენტო დაუყოვნებლივ შეუდგება ამ საკითხის შესწავლას. 2014 წელს სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს რუსეთმა 13 ოქროს მედალი მოიპოვა. სი-ბი-ეს-ის პროგრამაში არ დაუსახელებიათ დოპინგის გამოყენებაში ბრალდებულების ვინაობა. სტეპანოვის წინა ბრალდებების შემდეგ, მსოფლიო ანტისადოპინგომა სააგენტომ ჩაატარა გამოძიება, რომელმაც დაადგინა დოპინგის სისტემური, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გამოყენება რუსეთის მძლეოსნობაში. ამას მოჰყვა მძლეოსნებისათვის საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობის განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა. მოსკოვმა უკვე უარყო ახალი ბრალდებები.

XS
SM
MD
LG