Accessibility links

logo-print

დღეს გაიმართა საქართველოს და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეების, დავით უსუფაშვილის და იან ჰამაჩეკის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ჩეხეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალიან აქტიური მხარდამჭერია. უსუფაშვილის თქმით, სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში იან ჰამაჩეკის პოზიცია სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და ხალხის სურვილებთან. „ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზეც, რისთვისაც ბევრი რამ კეთდება და უახლოეს თვეებში მოხდება კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრისას იან ჰამაჩეკმა აღნიშნა, რომ ორი თვის წინ, ჩეხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას ჩეხი ბიზნესმენები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით. „ამან კიდევ უფრო გააძლიერა მოტივაცია იმისა, რომ ორმა ქვეყანამ მეტი გავაკეთოთ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG