Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ დატოვა პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დატოვა პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა. მან სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ პარტიამ არ უერთგულა 2012 წელს ნაკისრ მთავარ ვალდებულებებს და დემოკრატიულ ინსტიტუტად ვერ ჩამოყალიბდა. ახვლედიანის თქმით, სამართლიანობისა და პროგრესის დროშით მოსული მმართველი პოლიტიკური ძალა თავად იქცა სახელმწიფოს განვითარების შემფერხებელ ფაქტორად. არმაზ ახვლედიანის განცხადებითვე, სამი წელი იბრძოდა პარტიის მანკიერი მმართველობის შესაცვლელად, მაგრამ თვითკმაყოფილი დასაზოგადოებისგან გაუცხოებული პოლიტიკური ელიტა უარს ამბობს ცვლილებებზე და კვლავ ფასადურობით იფარგლება. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არმაზ ახვლედიანს პარტიულ საქმიანობაში არც აქტიური და არც პასიური მონაწილეობა არ მიუღია და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი იყო.

XS
SM
MD
LG