Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იპოვეს პაკისტანის ყოფილი პრემიერის შვილი, რომელიც ექსტრემისტებმა მოიტაცეს


ამერიკელმა და ავღანელმა სამხედროებმა ცოცხალი იპოვეს პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იუსაფ რაზა გილანის შვილი, რომელიც ექსტრემისტების ტყვეობაში იყო. პაკისტანის საგარეო უწყების 10 მაისის ცნობით, ავღანეთში, ღაზნის რეგიონში ავღანეთისა და აშშ-ის უშიშროების ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად 10 მაისს მიაკვლიეს ალი ჰაიდერ გილანის. გილანი, სავარაუდოდ, თალიბმა ექსტრემისტებმა მოიტაცეს 2013 წლის 9 მაისს პაკისტანში, საყოველთაო არჩევნებამდე ორი დღით ადრე. არჩევნებში გილანსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. მამამისი, იუსაფ რაზა გილანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იყო 2008-2012 წლებში.

XS
SM
MD
LG