Accessibility links

ერთი ადამიანი დაიღუპა სოფელ ომალოში ზვავის ჩამოწოლის შედეგად


ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა სოფელ ომალოში ზვავის ჩამოწოლის შედეგად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მაშველებმა გადაარჩინეს. ამავე სამსახურის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში ზვავი 9 მაისს ჩამოწვა.

XS
SM
MD
LG