Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პანამის დოკუმენტების" მონაცემთა ბაზაში 80-ზე მეტი ქართველი ფიგურირებს


გამომძიებელმა ჟურნალისტებმა პირველად გამოაქვეყნეს ინტერნეტში „პანამის დოკუმენტებად“ წოდებული მასალების მონაცემთა ბაზა, რომლითაც შესაძლებელია შეიტყო, ვინ იყენებს ოფშორულ კომპანიებს, ხშირად, ჩრდილოვანი ფინანსური ოპერაციებისათვის. გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა 9 მაისს ინტერნეტში, მისამართზე offshoreleaks.icij.org. ამ მასალებში ფიგურირებს 80-ზე მეტი ქართველი, რომელთა შორის არიან პარლამენტარი კობა ნაყოფია, ყოფილი თანამდებობის პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, დავით კეზერაშვილი, არჩილ კბილაშვილი, აგრეთვე ბიზნესმენები და სხვ. „პანამის დოკუმენტებში“ თავმოყრილი ინფორმაცია ეყრდნობა პანამაში დაფუძნებულ კომპანია „მოსაკ ფონსეკადან“ გაჟონილ მილიონობით დოკუმენტს. ეს კომპანია სპეციალიზებულია გასაიდუმლოებული ოფშორული კომპანიების დაარსებაზე.

XS
SM
MD
LG