Accessibility links

გერმანიაში ჯერ არ დაუდგენიათ დანით შეიარაღებული თავდამსხმელის მოტივი


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, თომას დე მეზიეს განცხადებით, ჯერ არ არის დადგენილი, რა მოტივი ამოძრავებდა დანით შეიარაღებულ პირს, რომელმაც დღეს დილას ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა. ინციდენტი მოხდა მიუნხენის აღმოსავლეთით 30-მდე კილომეტრში, გრაფინგის რკინიგზის სადგურზე. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. „ეს იყო ამაზრზენი, ლაჩრული თავდასხმა დანით, რის შედეგადაც ერთი ადამიანი იქნა მოკლული. და ამიტომ ჩემი ფიქრებით, პირველ რიგში, ვარ მოკლულის ახლობლებთან, აგრეთვე დაჭრილებთან. მათ სრულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი ამ დანაშაულის მოტივი“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე. გამომძიებლების ვარაუდით, თავდამსხმელი ისლამისტი ექსტრემისტია. ის, ზოგი თვითმხილველის თქმით, შეძახილით „ალაჰუ აკბარ“ (არაბულად „დიდ არს ალაჰი“) დაესხა თავს ოთხ პირს. ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობების შედეგად.

XS
SM
MD
LG