Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოში 8 ივნისს დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ 8 ივნისიდან დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც მოჰყვება 8 ოქტომბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები. ამის შესახებ მარგველაშვილმა განაცხადა 10 მაისს მას შემდეგ, რაც კონსულტაციები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა პირველად 5 აპრილს გამოსცა განკარგულებები, რომლებითაც არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი დასახელდა, ხოლო სამართლებრივი აქტების ამოქმედების ვადად 8 აგვისტო. ამ ნაბიჯმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარი თქვა სამართლებრივი აქტის ხელმოწერაზე. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ბიუჯეტს არ ჰქონდა ექვს, ან შვიდთვიანი საარჩევნო კამპანიის წარმოების ფუფუნება. პრეზიდენტის ახალი განკარგულების მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია ოთხი თვე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG