Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენთან, გრაფინგის სადგურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა


ჯერ არ არის დადგენილი, რა მოტივი ამოძრავებდა დანით შეიარაღებულ პირს, რომელმაც დღეს დილას, ადრე, ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა გერმანიშია, მიუნხენთან, გრაფინგის რკინიგზის სადგურზე. პირი, რომელიც დაესხა თავს ოთხ პირს და ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაკავებულია. ჰესენელმა თავდამსხმელმა, ბავარიის სისხლის სამართლის სამძებროს ხელმღვანელის მოადგილის, პეტრა ზანდლეს თქმით, გრაფინგი შემთხვევით აირჩია. გამომძიებლებს არ გააჩნიათ არავითარი მინიშნება, რომ ეჭვმიტანილი კავშირში იყო რელიგიურ, ან რომელიმე დაჯგუფებასთან. გერმანიის საინფორმაციო სააგენტოს „დე-პე-ას“ ცნობით, ერთი რამ არის ცხადი, ეჭვმიტანილს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, ორშაბათ ღამით, ის ჯერ კიდევ ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა ჰესენში.

XS
SM
MD
LG