Accessibility links

ბაღდადში 30-მდე ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, ბაღდადში, სულ ცოტა, 29 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ რაიონში, სადრ სიტიში, ბაზრობაზე. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ". შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. სუნიტი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ რომელიც ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, ხშირად ახორციელებს თავდასხმებს რეგიონებში, სადაც შიიტები ცხოვრობენ.

XS
SM
MD
LG