Accessibility links

logo-print

შარშან სარეკორდო 40,8 მილიონს მიაღწია კონფლიქტების შედეგად ადგილნაცვალ პირთა რიცხვმა


2015 წელს სარეკორდო 40,8 მილიონამდე გაიზარდა ომებისა და კონფლიქტების შედეგად საკუთარ ქვეყნებში ადგილნაცვალ პირთა რიცხვი. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 10 მაისს გამოაქვეყნეს ადგილნაცვალ პირთა მონიტორინგის ცენტრმა და ნორვეგიის ლტოლვილთა კომიტეტმა. კომიტეტის თავმჯდომარე იან ეგელანდის განცხადებით, 40,8 მილიონი არის ყველაზე დიდი რიცხვი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა და ორჯერ აღემატება მსოფლიოში აღრიცხული ლტოლვილების რაოდენობას. 2015 წელს 8,6 მილიონი ადამიანი იქცა საკუთარ ქვეყანაში ადგილნაცვალ პირად. მათგან 4,8 მილიონი - ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ასევე შარშან 19,2 მილიონ ადამიანს მოუწია სახლ-კარის მიტოვება სტიქიური უბედურებების გამო. ყველაზე დიდია ინდოეთში, ჩინეთსა და ნეპალში ადგილნაცვალთა რიცხვი.

XS
SM
MD
LG