Accessibility links

logo-print

ბაღდადში 52-მდე გაიზარდა აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, ბაღდადში, სულ ცოტა, 52 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაიჭრა 65-მდე ადამიანი. აფეთქება მოხდა, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ რაიონში, სადრ სიტიში, ბაზრობაზე და ითვლება ბაღდადში ბოლო წლების ყველაზე სისხლისმღვრელ თავდასხმად. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ". სუნიტი ექსტრემისტების გაერთიანება, რომელიც ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, ხშირად ახორციელებს თავდასხმებს რეგიონებში, სადაც შიიტები ცხოვრობენ. ისინი შიიტებს მწვალებლებად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG