Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე


დღეს ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკითხს ტექნიკურ დონეზე განიხილავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს როგორც ევროკავშირის საბჭოში, ისე ევროპარლამენტში. „ჩვენ ვხედავთ ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს უვიზო რეჟიმი და ჯერჯერობით არანაირი ცვლილება ამ დღის წესრიგში არ არის“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭო მთავარ დისკუსიას 20 მაისს გამართავს.

XS
SM
MD
LG