Accessibility links

12 მაისს გამოაცხადებენ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის ამოქმედების შესახებ


აშშ 12 მაისს ოფიციალურად გამოაცხადებს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის ამოქმედების შესახებ, რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად. აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენლები რუმინეთში შეიკრიბებიან მიწისზედა ბაზირების ანტისარაკეტო გადამტაცი სადგურის ინაუგურაციასთან დაკავშირებით. ეს სადგური არის ნაწილი დიდი დამცავი სისტემისა, რომელიც, ვაშინგტონის განმარტებით, საჭიროა ირანის ბალისტიკური რაკეტებისაგან ევროპის დასაცავად. რუსეთი კი შიშობს, რომ ანტისარაკეტო სისტემა მოსკოვის წინააღმდეგ იქნება მიმართული და დაარღვევს სტრატეგიულ ბალანსს რეგიონში. აშშ აპირებს პოლონეთში მეორე ობიექტის აშენებასაც. მშენებლობა 13 მაისს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. საპასუხოდ რუსეთს დაწყებული აქვს სამხედრო ძალების გაზრდა რეგიონში.

XS
SM
MD
LG