Accessibility links

logo-print

ბერლინში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა აღმოსავლეთ უკრაინაზე სასაუბროდ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიარის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაზე მოლაპარაკებისას მან, რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს უსაფრთხოების საკითხში, თუმცა პოლიტიკური პროცესი კვლავ რთული რჩება და რაიმე გარღვევა არ მომხდარა დღეს ბერლინში გამართული შეხვედრისას. შტაინმაიერის თქმით, შეხვედრის დროს მოილაპარაკეს აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს, მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს, შორის კონტაქტის ხაზის გასწვრივ დემილიტარიზებული ზონების შექმნაზე. ორივე დაპირისპირებული მხარე გამოდის წინადადებებით კონკრეტული კოორდინატებისა და ვადების შესახებ და, შტაინმაიერის თქმით, მოსალოდნელია ამ საკითხზე ახლო მომავალში მოლაპარაკება. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, შტაინმაიერმა შეაქო მოსკოვი და კიევი მზადყოფნისთვის, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში იმ მიზნით, რომ ძალაში დარჩეს შარშან მინსკში მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

XS
SM
MD
LG