Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ ბანკების ხელმძღვანელები დააიმედა ირანთან ბიზნესის კეთების შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ევროპის წამყვანი ბანკები დააიმედა, რომ თუ სურთ ირანთან ბიზნესის კეთება, აშშ-ის მთავრობა მათ ამაში ხელს არ შეუშლის. ლონდონში 12 მაისს ევროპული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე კერიმ აღნიშნა, რომ კრედიტორები არ უნდა დაისაჯონ ირანთან ლეგიტიმური ბიზნესის კეთებისათვის, ვინაიდან ირანისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების უდიდესი ნაწილი უკვე გაუქმდა, თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ. ბრიტანულ ბანკ „ბარკლეისის“ გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაში „HSBC” -ისა და კიდევ რამდენიმე მსხვილი ევროპული ბანკების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG