Accessibility links

EBRD-მა 3,4%-მდე გაზარდა საქართველოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი


საქართველოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4%-მდე გაზარდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD). მის მიერ შარშან, ნოემბერში გამოქვეყნებული პროგნოზით, 2016 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2,6% უნდა ყოფილიყო. „მაშინ როცა გარეშე პირობები კვლავ გამოწვევად რჩება, მათ შორის ფულადი გადარიცხვები და ექსპორტი, რომელზეც უარყოფითად აისახა რუსეთში მიმდინარე რეცესია და რეგიონის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მკვეთრი დაღმასვლა, საქართველო სარგებელს ელოდება კარგი ტურისტული სეზონისგან“ - აღნიშნავს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი. მისივე შეფასებით, საქართველოში კვლავ იზრდება ნდობა ეროვნული ვალუტისა და ეროვნული ბანკის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკაში დოლარიზაციის პროცესის ეტაპობრივად შესუსტებას და შეამცირებს ლარზე ზეწოლას 2017 წელს. ბანკის პროგნოზით, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 3,9%, რასაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

XS
SM
MD
LG