Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს ანტიკორუფციულ სამიტში, ლონდონში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფება ლონდონში, სადაც მონაწილეობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მიერ ორგანიზებულ, პირველ ანტიკორუფციულ სამიტში. მას ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელები და კორუფციასთან მებრძოლი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ლონდონში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, მაიკლ ფელონს და ფილიპ ჰემონდს და კომპანია "ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორს ბობ დედლის. გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში, Chatham House-ში და ლონდონში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე, რომლის მონაწილეებს გააცნობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს. დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 13 მაისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG