Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი გამორიცხავს „ქართულ ოცნებაში“ ევროსკეპტიკოსების მოხვედრას


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ახალ გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ. ”თუ მე ვიქნები არჩეული ”ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რითაც მმართველი გუნდის წევრის, თამაზ მეჭიაურის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, მეჭიაურს დღევანდელი და წინა ხელისუფლების სწრაფვა ნატო-სკენ არარეალურად მიაჩნია. ხოლო პრემიერ-მინისტრის მსგავს დამოკიდებულებას, მეჭიაურმა, „არასწორი და არალოგიკური“ უწოდა.

XS
SM
MD
LG