Accessibility links

logo-print

უკრაინის გენერალურ პროკურორად დანიშნულ იქნა პრეზიდენტ პოროშენკოსთან დაახლოებული პოლიტიკოსი


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ქვეყნის გენერალურ პროკურორად იური ლუცენკოს დანიშვნის გადაწყვეტილებას, რომელსაც მანამდე უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ „ვერხოვნა რადამ“ დაუჭირა მხარი. მანამდე „რადამ“ დაამტკიცა ცვლილება კონსტიტუციაში, რითაც უმაღლესი იურიდიული განათლების არმქონე პირს მიეცა უფლება დაიკავოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაახლოებული პოლიტიკოსი იური ლუცენკო, საპარლამენტო ფრაქცია „ბლოკ პეტრო პოროშენკოს“ თავმჯდომარე იყო. ფიცის მიღების შემდეგ ლუცენკომ განაცხადა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს და ქვეყანაში კანონიერების განმტკიცებისათვის იბრძოლებს.

XS
SM
MD
LG