Accessibility links

პარლამენტში კვლავ გადაიდო ვახტანგ გომელაურის მოსმენა


პარლამენტში კიდევ ერთხელ გადაიდო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა. პლენარული სხდომის განრიგის თანახმად, გომელაური დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით უნდა გამოსულიყო და შემდეგ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხები, მაგრამ სხდომაზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხის განხილვა და გომელაურის მოსმენა ისევ გადაიდო. ეს პარლამენტში გომელაურის ანგარიშის გაცნობის უკვე მეორე მცდელობა იყო. პირველ ჯერზე სხდომა კვორუმის პრობლემის გამო გადაიდო.

XS
SM
MD
LG