Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ფილიპ ჰემონდს შეხვდა


ლონდონში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის, ფილიპ ჰემონდის შეხვედრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის ძირითადი თემები იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, საქართველოს ევროპული არჩევანი, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში სავიზო რეჟიმის ლიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება; ფილიპ ჰემონდმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. როგორც ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობითა და ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესით დაინტერესდა. მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან.

XS
SM
MD
LG