Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატი: წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ითაა გაზრდილი საგარეო სავაჭრო ბრუნვა. „საქსტატის“ ინფორმაციით, იმპორტი 14%-ით მეტია, ექსპორტი კი 12%-ით ნაკლები. ამავე სამსახურის ცნობით, 2016 წლის პირველ ოთხ თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 63%. დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 20 მაისს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG