Accessibility links

logo-print

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს


არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განაცხადა, რომ მის მიერ წელს გაზაფხულზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მიუთითებს კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე. ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველოში გავრცელებულია პირადი მიზნების მისაღწევად საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 2015 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 15 პროცენტული პუნქტით, 2013 წელთან შედარებით კი 28 პროცენტული პუნქტით.

XS
SM
MD
LG