Accessibility links

თურქეთი აცხადებს, რომ რვა სამხედრო ემსხვერპლა შეტაკებებს ქურთების ძალებთან


თურქეთის განცხადებით, მთავრობის ძალების რვა სამხედრო და აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის ექვსი წევრი ემსხვერპლა 13 მაისს მომხდარ შეტაკებას ძირითადად ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთში. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გახშირდა ძალადობის შემთხვევები მას შემდეგ, რაც 2015 წლის ივლისში ჩაიშალა მყიფე სამშვიდობო პროცესი სახელმწიფოსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის. 40,000 ადამიანზე მეტია დაღუპული მას შემდეგ, რაც ქურთისტანის მუშათა პარტიამ 1984 წელს შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო ქურთთა ავტონომიის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG