Accessibility links

logo-print

სირიაში მოკლეს ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაური


სირიაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაური, რაც დიდ დარტყმას აყენებს შიიტების ლიბანურ ექსტრემისტულ ჯგუფს. ჰეზბოლა არ აკონკრეტებს დეტალებს მუსტაფა ბადრედინის სიკვდილის გარემოებების შესახებ, თუმცა ბეირუთში განთავსებული ტელეარხი, ალ მაიადენი, რომელსაც კავშირები აქვს ამ ჯგუფთან, იუწყება, რომ ის ისრაელის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ისრაელი ჯერჯერობით ამ ცნობას არ გამოხმაურებია. ბადრედინი ერთ-ერთი იყო ოთხი პირიდან, რომლებიც დაუსწრებლად გაასამართლეს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობისთვის.

XS
SM
MD
LG