Accessibility links

logo-print

ბაღდადიდან ჩრდილოეთით სისხლიანი თავდასხმა მოხდა


ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქშიშეიარაღებულმა პირებმა მოაწყეს თავდასხმა ერთ-ერთ კაფეზე, რასაც ემსხვერპლა სულ მცირე 13 ადამიანი და დაიჭრა 15. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. თავდასხმა მოხდა ქალაქ ბალადში, რომელიც ძირითადად შიიტებითაა დასახლებული და ბაღდადიდან დაახლოებით 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ახლახან ბაღდადში მოხდა მიმდინარე წლისთვის ყველაზე სისხლიანი თავდასხმები - აფეთქებებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ისლამურმა სახელმწიფომ, შეეწირა 93 ადამიანი, დაიჭრა 165.

XS
SM
MD
LG