Accessibility links

logo-print

პუტინი გამოეხმაურა აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის პროექტს


პოლონეთში აშშ გახსნის სამხედრო მშენებლობას, რომელიც იქნება ნაწილი ნატოს ფართო, ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემისა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს სისტემა ნატოს დაიცავს უწინარესად ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი, მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტებისგან. რუსეთი რადიკალურად ეწინააღმდეგება თავდაცვითი ქსელის მშენებლობას და აცხადებს, რომ მისი რეალური მიზანია რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალისთვის ძირის გამოთხრა და რეგიონული სტრატეგიული ბალანსის შეცვლა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 13 მაისს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ევროპაში აშშ-ის ანტი-სარაკეტო სისტემა მოსკოვს აიძულებს განიხილოს რუსეთის უსაფრთხოებისთვის შექმნილი პრობლემების დასრულების გზები. თუმცა, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ ჩაერთვება ახალ გამალებულ შეიარაღებაში. 12 მაისს აშშ-მა რუმინეთში აამოქმედა მიწისზედა ბაზირების რაკეტგადამტაცი სადგური, ევროპის ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი, რასაც მყისვე მოჰყვა რუსეთის მძაფრი კრიტიკა. პოლონეთის ჩრდილოეთში, რეძიკოვოში მიმდინარე მშენებლობა 2018 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ადგილი დაახლოებით 250 კილომეტრითაა მოშორებული რუსეთის ექსკლავს, კალინინგრადს. ობიექტზე განთავსდება 24 სახმელეთო SM-3 რაკეტა და ანტი-სარაკეტო სისტემები.

XS
SM
MD
LG