Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეჟიმმა გაათავისუფლა 9 დაკავებული ქართველი


საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიაში 11 მაისს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მოქალაქეები 13 მაისს საღამოს გაათავისუფლეს. დაკავებულები - სულ ცხრა ადამიანი - ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის მაისის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სულ 28 ადამიანი დააკავეს.

XS
SM
MD
LG