Accessibility links

აშშ და სკანდინავიის ქვეყნები ანტირუსული სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ


რუსეთის მზარდი სამხედრო მუქარა იყო აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და სკანდინავიის ქვეყნების ლიდერების 13 მაისის შეხვედრის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხ. თეთრ სახლში ობამამ დანიის, ისლანდიის, ფინეთის, შვეციისა და ნორვეგიის ლიდერებს უმასპინძლა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ექვსი სახელმწიფო თანახმაა, რომ შენარჩუნდეს რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები. მანამდე ობამა აცხადებდა, რომ დაძაბულობის შემსუბუქების სურვილთან ერთად, ვაშინგტონი მზად უნდა იყოს, წინ აღუდგეს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ნებისმიერ აგრესიას.

XS
SM
MD
LG