Accessibility links

logo-print

ავღანეთის ხელისუფლებამ „ჰესბ-ი-ისლამისთან“ შეათანხმა სამშვიდობო შეთანხმების ძირითადი პუნქტები


ავღანეთის მშვიდობის უზენაესი საბჭო იტყობინება, რომ რადიკალურ დაჯგუფება „ჰესბ-ი-ისლამისთან“ შეათანხმა სამშვიდობო შეთანხმების ძირითადი პუნქტები. როგორც ვარაუდობენ, შეთანხმების მიღწევის შესახებ 15 მაისს გამოცხადდება. ავღანეთის მთავრობასა და „ჰესბ-ი-ისლამის“ შორის მოლაპარაკებები 17 მარტს დაიწყო. ამ პარტიის ლიდერი, გულბუდინ ჰექმათიარი ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალ საველე მეთაურად ითვლება. შეთანხმების მიღწევა გარღვევას ნიშნავს პრეზიდენტ აშრაფ ღანისთვის, რომელმაც ჯერჯერობით ვერ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.

XS
SM
MD
LG