Accessibility links

logo-print

დაღესტნის ქალაქ დერბენტში მრავალბინიანი სახლის შტურმისას დაიღუპა ორი პოლიციელი და თორმეტი დაიჭრა


დაღესტნის ქალაქ დერბენტში მრავალბინიანი სახლის შტურმისას დაიღუპა ორი პოლიციელი და თორმეტი დაიჭრა. როგორც იტყობინებიან, სამართალდამცავი ორგანოების კიდევ ერთი წარმომადგენელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სახლის შტურმისას დაიღუპა ადგილობრივი სისხლის სამართლის გამომძიებელი, რომელიც შენობაში იმყოფებოდა. როგორც იტყობინებიან, პოლიციელები ბინებს ამოწმებდნენ, როდესაც ერთ-ერთი მათგანიდან მათ ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის ადგილზე გამოძახებულ იქნა დამატებითი ძალები, სახლის მაცხოვრებლები კი ევაკუირებულ იქნენ. როგორც იტყობინებიან, ოპერაციის შედეგად ოთხი შეიარაღებული ექსტრემისტი იქნა მოკლული.

XS
SM
MD
LG