Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე, სამი პოლიციელი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში, პოლიციის საწვრთნელ ბაზასთან განხორციელებული ტერაქტის შედეგად


სულ მცირე, სამი პოლიციელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა პოლიციის საწვრთნელ ბაზასთან სამხრეთ ავღანეთში. პროვინცია ჰელმანდის გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით, გარდა ამისა, შაბათს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაიჭრა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა.

XS
SM
MD
LG