Accessibility links

logo-print

"ევროვიზიის" წლევანდელ კონკურსში უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ გაიმარჯვა


უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ, რომელმაც სტოკჰოლმში „ევროვიზიის“ კონკურსზე სიმღერა „1944“ შეასრულა, პროფესიონალური ჟიურისა და მაყურებელთა შორის კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი - 534 ქულა დააგროვა. მომღერალს გამარჯვება მოუტანა ჟიურის მაღალმა ქულებმა. მაყურებელთა შორის კენჭისყრის შედეგებით ჯამალა მეორე ადგილზე იყო. რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს, რომელმაც შეასრულა სიმღერა You Are The Only One, ტელემაყურებლებმა ყველაზე მეტი ქულა მისცეს, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პროფესიონალური ჟიურის ქულების კომპენსაციისთვის. პროფესიონალურმა ჟიურიმ ლაზარევს მეხუთე ადგილი მიაკუთვნა. საბოლოოდ ლაზარევმა მესამე ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილი ერგო ავსტრალიელ დემი იმს. საქართველოს წარმომადგენელი ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz მე-20 ადგილზე გავიდნენ სიმღერით Midnight Gold.

XS
SM
MD
LG