Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და სომხეთი საზავო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ ერთმანეთს


აზერბაიჯანში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში სომხური შენაერთების მიერ საზავო შეთანხმების დარღვევის 120-ზე მეტი შემთხვევა დაითვალეს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული პოზიციების წინააღმდეგ იერიშისას სომხურმა მხარემ გამოიყენა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები. მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შაბათს ღამით ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთს. სომხეთი აცხადებს, რომ სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა სომხეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე. მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 2 აპრილს მკვეთრად გაუარესდა ვითარება და განახლდა მწვავე შეტაკებები, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა. 5 აპრილს მიღწეულ იქნა საზავო შეთანხმება. მას შემდეგ კონფლიქტში მონაწილე მხარეები დროდადრო ადანაშაულებენ ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში.

XS
SM
MD
LG