Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ გაათავისუფლა 13 მაისს დაკავებული რუსეთის იახტა


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რუსეთის დიპლომატებს შეატყობინა, რომ დაკავებულ იახტა „ელფინს“ უფლება მიეცა, დატოვოს კორეის სახალხო-დემოკრატული რესპუბლიკა და იგი გავიდა კიმჩხეკის პორტიდან. იახტა 13 მაისს დააკავა ჩრდილოეთ კორეის სანაპირო დაცვის გემმა იაპონიის ზღვაში. მასზე ხუთი ადამიანი იმყოფება. როგორც რუსეთის მხარე აცხადებს, დაკავების მომენტში იახტა ჩრდილოეთ კორეის ნაპირიდან 85 მილით (157 კილომეტრით) იყო დაშორებული.

XS
SM
MD
LG