Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენიამინ ნეტანიაჰუმ არ მოიწონა საფრანგეთის სამშვიდობო ინიციატივა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ უკმაყოფილება გამოხატა საფრანგეთის ინიციატივის მიმართ, რომელიც პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ითვალისწინებს. ნეტანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად საუკეთესო გზაა პირდაპირი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ისრაელში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-მარკ აიროს ერთდღიანი ვიზიტისას. მაისის ბოლოს პარიზი უმასპინძლებს საერთაშორისო შეხვედრას, რომელზეც იმსჯელებენ რეგიონში მშვიდობის დამყარების გზებზე. პალესტინელები მიესალმნენ საფრანგეთის ინიციატივას.

XS
SM
MD
LG