Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე შეთანხმდნენ


საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გამართული სამმხრივი შეხვედრის დროს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე იმსჯელეს. "მივიღეთ თანხმობა და მზად ვართ ასეთ ვარჯიშებს 2017 წლის გაზაფხულზე ვუმასპინძლოთ",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდა. გაბალაში გამართული შეხვედრის ფონია ბაქოსა და ერევანს შორის არსებული დიპლომატიური დაპირისპირება მთიანი-ყარაბაღის გარშემო, რომლის განსამუხტავადაც 16 მაისს ვენაში აპირებენ შეხვედრას სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, რათა „მინსკის ჯგუფის“ წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ მყარი ზავის მიღწევაზე კონფლიქტის ზონაში.

XS
SM
MD
LG