Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატმა უსამართლო უწოდა „კაბელების საქმეზე“ გამოტანილ განაჩენს


ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს უსამართლო უწოდა ბრალდებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ. მისი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მსჯავრდებულთა დასაცავად პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს პარტია „თავისუფალი დემოკრატები.“ „ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილი-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს, არ ველოდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ივანიშვილს ჰპირდება, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. „საზოგადოების და პარტიის საქმედ ვაქცევ, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან“ - განაცხადა ალასანიამ.

XS
SM
MD
LG