Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების - გიორგი კვირიკაშვილის და არტურ რასიზადეს შეხვედრა. „პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო ბაქო-სუფსის ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილე“, -განაცხადა შეხვედრის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, სწორედ ეს პროექტი იქცა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საფუძვლად. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი საკითხები, ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ სულ უფრო მზარდია სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის პოტენციალი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის და ეკონომიკის მინისტრები, ვიცე-პრემიერები - კახა კალაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი და ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიის, SOCAR-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი.

XS
SM
MD
LG