Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კაბელების საქმის“ პროკურორის განცხადებით, გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა


„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეთა მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას” - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა. მისივე თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევის შემდეგ გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა. პროკურორის შეფასებითვე, დაცვის მხარის არგუმენტებს და მტკიცებულებებს ძირითად შემთხვევაში, არ ჰქონდა საქმესთან შეხება და იყო აბსურდული, რასაც ობიექტური მოსამართლე ვერ გაიზიარებდა. ნინო აღლემაშვილის განცხადებით, პროკურატურას არა მხოლოდ ბოლო ეტაპზე, სასამართლოში საქმის წარდგენისთანავე ჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენის იმედი და სხვა შემთხვევაში, საქმეს სასამართლოში არ წაიღებდა.

XS
SM
MD
LG