Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დედაქალაქში ხაზარების მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა


ათასობით შიიტი ხაზარი მონაწილეობდა ავღანეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომლის მონაწილეებიც ხელისუფლებისაგან თურქმენეთისა და ავღანეთის დამაკავშირებელი ძვირადღირებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის შეცვლას აპროტესტებდნე. პოლიციამ გადაკეტა ქაბულის ცენტრთან დამაკავშირებელი გზები, რათა დემონსტრანტებისათვის არ მიეცა პრეზიდენტის სასახლესთან აქციის გამართვის საშუალება. 500 კილოვატი სიმძლავრის გადამცემ ხაზს, პროექტის თანახმად, ბამიანის პროვინციაზე უნდა გაევლო. თუმცა, ავღანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეზოგა თანხა, რის გამოც ახალი მარშრუტი გვერდს აუვლის ბამიანის პროვინციას, სადაც 2,5 მილიონი ხაზარი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG