Accessibility links

logo-print

მინსკი და მოსკოვი სახიფათოს უწოდებენ ევროპაში ნატოს ანტისარაკეტო ელემენტების განთავსებას


რუსეთისა და ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სახიფათო უწოდეს ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი ფარის კომპონენტების მშენებლობასა რუმინეთსა და პოლონეთში. ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეის განცხადებით, მინსკი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ „ერთობლივი საპასუხო ზომების“ შესახებ იმსჯელებენ. 16 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფება მინსკში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს იმ საკითხების გარშემო, რომელზეც ბელორუსიაში რუსეთის პრეზიდენტის 16 ივნისის ვიზიტის დროს იმსჯელებენ. მინსკში ლავროვმა განაცხადა, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რაზეც ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. ორი ათეული წლის წინ, ორმა ქვეყანამ დააფუძნა რუსეთ-ბელორუსიის კავშირი, თუმცა მათ შორის ხშირია დავა ეკონომიკურ საკითხებზე, რამაც მოკავშირეები სავაჭრო ომამდე მიიყვანა. ამასთან, ბოლო წელს მინსკმა აშკარად გააუმჯობესა ურთიერთობები ევროკავშირთან და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებთან.

XS
SM
MD
LG